25 მაისი 2022,   10:15
ვრცლად
პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადება ხვალისთვის გადაიდო

პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადება ხვალისთვის გადაიდო. უკრაინის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის 2 თვით დაპატიმრებას ან 35 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს დაწესებას მოითხოვს.

გირაოს გადახდის შემთხვევაში კი პოროშენკოს შესაძლოა ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწიოს. პროკურატურას ექსპრეზიდენტისთვის პასპორტის ჩამორთმევაც სურს. 

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში ედება. ის ქვეყანაში გუშინ დაბრუნდა.

დღის ამბები