25 მაისი 2022,   21:30
ვრცლად
დაყადაღებული 6 მლნ დოლარი და დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი - "კურიერი" თაღლითური სქემის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის ადვოკატს ესაუბრა

დაყადაღებული 6 მილიონი დოლარი და სისხლის სამართლებრივი დევნა 17 პირის მიმართ - პროკურატურამ დიდი ოდენობის თანხების ლეგალიზაციის საქმე გახსნა. საუბარია თაღლითურ სქემაზე, რომელშიც ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ფულის გათეთრების არაერთ გახმაურებულ საერთაშორისო სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. სწორედ მისი დავალებით ხდებოდა თანხების უკანონო ბრუნვა საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიაში - "კაპიტალ ბანკში".

საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი - აშშ-ის მოქალაქე რიჩარდ არმენტა ჯერჯერობით არ არის დაკავებული, თუმცა დაკავებულია მისი მთავარი მოკავშირე საბა პოღოსოვი.

"კურიერი" საბა პოღოსოვის ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"ახლა გამოვითხოვეთ საქმე პროკურატურიდან, ჯერ საქმეს არ ვიცნობ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბანკში არანაირი პოზიცია არ ეკავა, არანაირ მითითებებს არ აძლევდა, უფლებამოსილიც კი არ იყო. ბატონი საბა გახლდათ ბანკირი, ამოწმებდა თანამშრომლების მუშაობას და მხოლოდ ამ ინფორმაციას ფლობდა," - განაცხადა ადვოკატმა.

"კურიერი" დღეს ასევე იმყოფებოდა იმ იურიდიულ მისამართზეც, სადაც "კაპიტალ ბანკი" წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბანკი რამდენიმე თვის წინ დაიხურა. 

დღის ამბები