25 მაისი 2022,   20:49
ვრცლად
ფილმ "კურიერის" სატელევიზიო პრემიერა "კურიერის" შემდეგ - მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეტჩი "რუსთავი2- ზე"

"კურიერის" დასრულების შემდეგ ფილმ "კურიერის" სატელევიზიო პრემიერა. ქასთინგზე ეპიზოდური როლისთვის მისული მერად ნინიძე მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით აღმოჩნდა. რეჟისორმა კი მას მთავარი როლი ჩააბარა.

კინოსურათი სახელწოდებით "კურიერი" 60-იანი წლების "კარიბის კრიზისზე" მოგვითხრობს. ნინიძე რეალურ პირს ასახიერებს. ოლეგ პენკოვსკი სწორედ ის ჯაშუშია, რომელმაც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას მოსალოდნელი ატომური თავდასხმის შესახებ ამცნო.

მერაბთან ერთად კი გადასაღები მოედანი ბენედიქტ კამბერბეტჩმა გაიყო. შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ სტრეინჯის როლებით ცნობილი მსახიობი მერაბთან პირველ შეხვედრასაც იხსენებს.

დღის ამბები