28 მაისი 2022,   14:07
ვრცლად
თოვისა და ლიპყინულის გამო რამდნემე ადგილას გადადაგილება შეიზღუდა

თოვისა და ლიპყინულის გამო რამდნემე ადგილას გადადაგილება შეიზღუდა - მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გუდაური-კობის გზაზე.

ადგილზე მყოფი ტრაილერის მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. სხვა დანარჩენი სახის მანქანებისთვის გადაადგილება თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავ-დამცავი გვირაბების გავლით ხდება.

ტრაილერებისთვის მოძრაობა აიკრძალა ახალქალაქი-კარწახის გზაზეც.

დღის ამბები