28 მაისი 2022,   13:38
ვრცლად
გურიაში დიდთოვლობასთან გამკლავებას ამ დრომდე ცდილობენ - უამინდობამ და ძლიერმა ნალექმა პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეუქმნა

დიდთოვლობასთან გამკლავებას ამ დრომდე ცდილობენ გურიაში - უამინდობამ და ძლიერმა ნალექმა პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეუქმნა.

თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საჭირო გახდა გზის გაწმენდა. სპეციალური ტექნიკა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გურიაში "ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფებიც. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია დაახლოებით 15 სოფელს არ მიეწოდებოდა. პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოგვარდეს.

დღის ამბები