28 მაისი 2022,   15:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტის მიღება მარტის ბოლომდე იქნება შესაძლებელი

როდის ვიხილავთ ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს? განმარტება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონზე მუშაობა დაწყებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

კობახიძის თქმით, კანონპროექტის მიღება მარტის ბოლოს შესაძლებელი იქნება.

"სერიოზული მუშაობა წარიმართება ამჟამადაც, ძალიან ბევრი პუნქტი არის დასახვეწი. კომუნიკაცია გვაქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, იმიტომ რომ მათგან ბევრი სტატისტიკური ინფორმაცია გვჭირდება, ბევრი კუთხით გვჭირდება მონაცემები. დაიხვეწება ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ მარტის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება სამივე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები