28 მაისი 2022,   14:57
ვრცლად
კოვიდის ყველაზე ხანრძლივი, თვენახევრიანი პიკი - ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

კოვიდის მეექვსე ტალღა - ყველაზე მეტი დაინფიცირებული და ყველაზე გახანგრძლივებული პიკი, რომელიც თვენახევარი გაგრძელდება.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. მანამდე კი დღეში ახლად დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასს მიაღწევს.

სპეციალისტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

"ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა და ამაზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს და ეს ძირითადად "ომიკრონთან" არის დაკავშირებული. ის საკმაოდ ადვილად გადამდებია.

მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან დაცული იყოს რეკომენდაციები და ასევე აქტიურად წარმიმართოს ვაქცინაციის პროცესი," - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

"რეინფიცირების ფაქტები შეინიშნება, როგორც 6 თვის შემდგომ, ასევე, არის რამდენიმე ვარიანტი როდესაც 3 თვის წინ გადატანილი კოვიდის შედეგად ისევ დადგა რეინფიცირების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში ძალიან საყურადღეობა ის ადამიანები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადების მატარებლები," - აღნიშნა პროფესორმა, მედიცინის აკადემიური დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა.

დღის ამბები