01 ივლისი 2022,   12:13
ვრცლად
"ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინაში შევა" - ჯო ბაიდენი

"ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინაში შევა" - ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თუმცა ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სრულმასშტაბიანი ომი არ სურს.

უკრაინა-რუსეთის საკითხზე შეკითხვებს ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე უპასუხა. შტატების პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის რეაგირება რუსეთის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

"მცირე შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი იმსჯელებს რა უნდა გაკეთდეს, ხოლო თუ რუსეთი თავის შესაძლებლობებს სრულად გამოიყენებს - დასავლეთის პასუხი მკაცრი და ზიანის მომტანი იქნება," - ბაიდენის ეს ფრაზა დაკავშირებით მოგვიანებით თეთრ სახლში განმარტეს და განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის ნებისმიერ სამხედრო შეჭრას შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება.

"რუსეთი პასუხს აგებს თუკი უკრაინაში შეიჭრება და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ეს მცირე შეჭრა იქნება მოგვიწევს ვიმსჯელოთ რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი რეალურად გააკეთებენ რისი უნარიც შესწევთ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანი მიაყენონ. დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინმა იცის რას გააკეთებს. ვვარაუდობ, რომ ის უკრაინაში შევა. ვფიქრობ, მას არ სურს სრულმასშტაბიანი ომი. პუტინს არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, რომლის დაწესებასაც მე დავპირდი თუ იმოქმედებს," - განაცხადა პუტინმა. 

დღის ამბები