01 ივლისი 2022,   11:41
ვრცლად
უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები, ე.წ. ბორდერიზაცია - საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე ერგნეთში მსჯელობენ

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე ერგნეთში მსჯელობენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, აქცენტი რამდენიმე საკითხზე გაკეთდება, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციაზე და საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე პროცესებს.

ასევე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდება უკანონო პატიმრობაში მყოფ 6 მოქალაქეზე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ სოფელ კირბალთან საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს. ისინი ჰყვებიან, რომ ოკუპანტები მანქანით მოძრაობდნენ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს.

კირბალელები შიშობენ, რომ ამ მოქმედებას გაგრძელება მოჰყვება და ისინი სასაფლაოს ნაწილს დაკარგავენ.

დღის ამბები