22 მაისი 2022,   17:00
ვრცლად
მას შემდეგ, რაც ქორწილის წინ საქმრომ მიატოვა, ინდონეზიელი ქალი ხანჯალზე დაქორწინდა

მას შემდეგ, რაც ქორწილის ცერემონიამდე 2 დღით ადრე საქმრომ მიატოვა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ქალი სარიტუალო ხანჯალზე დაქორწინდა. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.

22 წლის ნი პუტუ მელინა, რომელიც ორსულად იყო, დაქორწინებას 12 იანვარს გეგმავდა, თუმცა პრობლემები ქორწილის წინა დღეებში შეიქმნა. მელინას საქმროს, ოჯახმა საცოლის ოჯახთან გადასვლის უფლება არ მისცა.

როგორც Daily Star-ი წერს, აკრძალვის მიუხედავად, საქმრო ამბობდა, რომ მელინა უყვარდა და მას გაქცევა შესთავაზა. ქალის ახლობლებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს და მელინას რჩეულს ურჩიეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიეღოთ და სიმბოლური საქორწინო ცერემონია მოეწყოთ, რაზეც საქმრო არ დათანხმდა.

ჩაშლილი ქორწინების გამო დამცირების თავიდან ასაცილებლად პატარძალი სარიტუალო ხანჯალზე დაქორწინდა, თუმცა რადგან ასეთი ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდება, მელინა მარტოხელა დედა იქნება. უცნობია, კვლავ ინარჩუნებს თუ არა ქალი რაიმე სახის კომუნიკაციას ბავშვის ბიოლოგიურ მამასთან.

დღის ამბები