19 მაისი 2022,   20:23
ვრცლად
ალეკ ბოლდუინი მორიგ სკანდალში გაეხვა - რატომ უჩივიან ჰოლივუდის მსახიობს ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრები 

მორიგი სკანდალი ალეკ ბოლდუინის გარშემო - ჰოლივუდის მსახიობს, სასამართლოში, ავღანეთში დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრები უჩივიან.

საქმე ეხება 2021 წელს ქაბულში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულ სამხედროს, რომლის ოჯახსაც მსახიობი ფინანსურად დაეხმარა. ბოლდუინმა ფოტო გამოაქვეყნა და აგრესიული პოსტი დაურთო, სადაც გარდაცვლილი სამხედროს და, კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

ჯარისკაცის და აცხადებს, რომ ის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ოჯახის თქმით მსახიობის არასწორი განცხადების გამო დაზარალებული სოციალურ ქსელებში ბულინგისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი მსახიობისგან, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 მილიონ დოლარს მოითხოვს.

დღის ამბები