19 მაისი 2022,   18:21
ვრცლად
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად იცვლება 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 24-25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

"22 – 23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება,"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები