22 მაისი 2022,   18:24
ვრცლად
აჭარაში გახარიას პარტიას დამფუძნებლები ტოვებენ

პოლიტიკური გარიგება "ნაციონალურ მოძრაობასთან" გიორგი გახარიას პარტიას თანაგუნდელების დაკარგვად ფასად დაუჯდა - ექსპრემიერის პარტიიდან "საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის 20-მდე დამფუძნებელი მიდის. მიზეზად, რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ კურსს ასახელებენ.

"პარტიის დამფუძნებლები აჭარიდან კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას. მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას "საქართველოსთვის". მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას "ნაციონალურ მოძრაობასთან". ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცე-მერობა თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება," - განაცხადა გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელმა.

პარტია "საქართველოსთის" უკვე ყოფილი წევრების თქმითვე, მათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ჩააყენეს საქმის კურსში გიორგი გახარიაც და წასვლის მიზეზებიც განუმარტეს. 

"ბატონ გიორგისთან, ჩვენი პარტიის ლიდერთან გვქონდა ზეპირი კონსულტაციები, ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვუთხარით კონკრეტული მიზეზების, რის გამო გვაქვს კონფლიქტი ბატონ მიქელაძესთან და ჩვენი მუშაობა ფაქტობრივად გამორიცხულია აჭარაში, თუმცა ჩვენდა სამწუხაროთ ვერ მივიღეთ ადეკვატური პასუხი," - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ყოფილი წევრი.

ბრალდებების ადრესატი უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ხვალ უპასუხებს.

დღის ამბები