20 მაისი 2022,   21:11
ვრცლად
"ომიკრონის" რეკორდული სისწრაფით გავრცელების გამო, ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე მსჯელობენ

ომიკრონის რეკორდული სისწრაფით გავრცელების გამო ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე მსჯელობენ.

გაერთიანების წევრები, უნგრეთი და დანია, ამ კამპანიის დაწყებას უკვე აანონსებენ. ისრაელი კი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გასულ თვეს მოსახლეობის მეოთხედ აცრა დაიწყო.

ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად ავსტრიამ აცრა უკვე სავალდებულო გახადა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კანონი ძალაში თებერვლიდან შევა, დაუმორჩილებლობის შემთხვევეში მოქალაქეები დაჯარიმდებიან. პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ სტატუსის შემოწმებას, დაწესდება ჯარიმები. ავსტრია ერთ-ერთია იმ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აცრილია მოსახლეობის 72%.

ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალმა ზელანდიამ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლოს, ახალი შემთხვევების გამო ავსტრალიაში ინფექციის გავრცელების დინამიკა კი უკვე პიკს მიუახლოვდა.

რეგულაციების კიდევ 12 დღით შენარჩუნებას ცდილობს საფრანგეთი. ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა სუსტდება, მაგრამ საავადმყოფოებში უამრავი პაციენტია და სისტემაზე დატვირთვა დიდია.

უკვე მერვე დღეა, გერმანიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. ბოლო 24 საათში ვირუსი 140 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

აშშ-ში ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ კოვიდტესტებზე მოთხოვნა გაზარდა. ჯო ბაიდენი კრიზისის აღმოსაფხვრელად ოჯახებს უფასო ტესტებს დაურიგებს.

დღის ამბები