16 მაისი 2022,   08:46
ვრცლად
კომიკოსი, ტელე-სახე, ემის სამგზის ლაურეატი და საკუთარ თავზე შექმნილი ანიმაციური სერიალი - რატომ არის ლუი ანდერსონი ყველასათვის დაუვიწყარი მსახიობი

კომიკოსი, მსახიობი, სატელევიზიო სახე და ემის სამგზის ლაურეატი, ლუი ანდერსონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ის ლას-ვეგასის საავადმყოფოში კიბოს დიაგნოზით მოათავსეს. მაყურებელი მას ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ ბავშვობაზე შექმნილი ანიმაციური სერიალით, "ცხოვრება ლუისთან". სერიალი 1995 წლიდან 1998 წლამდე ამერიკულ ტელეარხზე გადიოდა.  

"ცხოვრება ლუისთან ერთად" ტელეეკრანებზე 1994 წელს გამოჩნდა. 24 წუთიან სერიებში ჩატეული, ლუი ანდერსონის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, სახალისო და ზოგჯერ სევდიანი დეტალები, ტელეეკრანებზე ერთი წლის განმავლობაში გადიოდა.

3 სეზონში და 39 სერიაში მოყოლილი ამბები, იმდენად საინტერესო იყო, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წლების განმავლობაში გადაიცემოდა. Fox-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად სერიალმა "ცხოვრება ლუისთან ერთად" ემის 2 ჯილდოც მოიპოვა.

დღის ამბები