28 მაისი 2022,   14:26
ვრცლად
მარკ ცუკერბერგმა 10 მილიარდი, ილონ მასკმა კი 25 მილიარდი დაკარგეს - მსგავსი კრახი საფონდო ბირჟაზე პანდემიის დაწყების შემდეგ არ დაფიქსირებულა

გასული კვირის განმავლობაში, კრიპტოვალუტისა და აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, რასაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების შემცირება მოჰყვა. 

Bloomberg-ის ცნობით, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა $25,1 მილიარდი,  Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა $20 მილიარდი, Binance-მა და ჩანგპენგ ჟაომ $17,7 მილიარდი, ხოლო Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა $10,4 მილიარდი დოლარი დაკარგეს. 

მსგავსი კრახი საფონდო ბირჟაზე პანდემიის დაწყების შემდეგ არ დაფიქსირებულა. 

კრიზისი შეეხო სხვა დიდ კომპანიებსაც - მაგალითად, Netflix-ის აქციების ფასმა ათწლეულის მინიმუმს მიაღწია. 

ექსპერტთა მოსაზრებით, ბაზარზე მსგავსი არასტაბილური მდგომარეობა მომდევნო კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება და სავარაუდოდ, შეეხება ისეთი კომპანიების აქციებსაც, როგორებიც არიან Apple, Microsoft, IBM, Intel და Tesla.

ამ კვირაში მკვეთრი კლება განიცადა კრიპტო ბირჟამაც. ბიტკოინის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - კვირის მანძილზე, მისი ფასი 16.8%-ით დაეცა; მასთან ერთად გაუფასურდა სხვა ციფრული ვალუტებიც, მაგალითად, ეთერეუმის ფასი 25%-ით შემცირდა. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 9%-ით შემცირდა, თუმცა ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას კვლავ მყარად უდგას სათავეში. მისი ქონების ჯამური ღირებულება 243,4 მილიარდი დოლარია. 

მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი 167,6 მილიარდი დოლარით; მას მოსდევს საცალო მაგნატი ბერნარ არნო, $167,5 მილიარდით - "ლუი ვიტონისა" და "დიორის" ხელმძღვანელს მეორე ადგილზე გადანაცვლებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს, ის ერთადერთია, ვისი ქონებაც გასული კვირის მანძილზე არ შემცირებულა.  

მეოთხე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 128,6 მილიარდით, ხოლო ხუთეულს ამთავრებს Google-ის დამაარსებელი ლარი პეიჯი 116,5 მილიარდი დოლარით.

 

 

დღის ამბები