28 მაისი 2022,   15:19
ვრცლად
ინფექციის მასობრივი გავრცელების გამო ოქროს ბირჟა დაიხურა - კორონავირუსი ბირჟის 40 თანამშრომელს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - 20% დაფიქსირდა. ქვეყანაში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 10 000-მდე ახალი შემთხვევა დასტურდება.

ინფექციის მასობრივი გავრცელების გამო, თბილისი ცენტრალში განთავსებული ოქროს ბირჟა დაიხურა - დაინფიცირებულია ბირჟის ათობით თანამშრომელი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები სამსახურში ვირუსის დადასტურების შემდეგაც დადიოდნენ, რამაც ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება გამოიწვია. 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ოქროს ბირჟის დირექტორი ეთერ ონიანი. მისივე თქმით, მათ დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ტარდება, გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად კი, ვირუსი 40 თანამშრომელს დაუდგინდა. როგორც ეთერ ონიანი ამბობს, რადგან კორონავირუსის იზოლაციის დრო შემცირებულია 8 დღემდე, უმჯობესად მიიჩნიეს დაწესებულების 1 კვირით დაკეტვა. 

 

დღის ამბები