28 მაისი 2022,   13:53
ვრცლად
რთული ეპიდვითარება და გადატვირთული კლინიკები - ციციშვილის ბავშვთა კლინიკა ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს

გართულებული ეპიდვითარების გამო ქვეყანაში კოვიდმიმღები კლინიკები გადაიტვირთა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში თავისუფალი ადგილი არ აქვთ.

მისივე თქმით, რეანიმაციაში მკურნალობას 25 პაციენტი გადის, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. როგორც მაია ჩხაიძე ამბობს, 5 წლის, 11 წლის და 20 დღის პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 24 ადამიანი.

დღის ამბები