28 მაისი 2022,   14:26
ვრცლად
1 ადამიანი ემსხვერპლა ავარიას გურჯაანში - ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მანქანა შეეჯახა, არიან დაშავებულები

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ცოტახ ნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები.

დღის ამბები