01 ივლისი 2022,   12:12
ვრცლად
"გავხსენით თურქეთის ბაზარი, მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა წამლების გაიაფების მხრივ განხორციელებულ ნაბიჯებზე დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

"დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მთავრობა ამ პროცესს აკვირდება. 

"მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები