19 მაისი 2022,   06:56
ვრცლად
ხობის მუნიციპალიტეტში 30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ძველი ბაღი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ მის ადგილზე ახალი შენობა აიგო.

30 აღსაზრდელზე გათვლილი ობიექტი ნახევარი მილიონი დაჯდა. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში სულ 45 ახალი ბაღი აშენდა, მიმდინარეობს კიდევ 9 ბაღის მშენებლობა.

დღის ამბები