19 მაისი 2022,   07:11
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს.

"სომხეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი და ყველა ამ საკითხის ირგვლივ პრობლემების გადაჭრას ემსახურება" - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები