05 ივლისი 2022,   15:55
ვრცლად
დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას - ანრი ოხანაშვილი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

"ქართული ოცნების" წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა.

მისივე თქმით, რეზოლუციის დოკუმენტში გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევები.

"რა კითხვები აქვთ ოპონენტებს - თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რეზოლუციაში მხარდაჭერა ჩადებულია. თუ საუბარია, რომ ჩვენ რაიმე ტიპის ესკალაცია უნდა დავგმოთ, ესეც არის ამ ტექსტში. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს "ქართული ოცნების" სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

დღის ამბები