25 მაისი 2022,   19:33
ვრცლად
რამდენად მყარია დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილი და რა მიაჩნიათ საქართველო მოქალაქეებს მთავარ გამოწვევად - NDI-ს კვლევის მთავარი აქცენტები

ქართული პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩევლის სიმპათიისგან განსხვავებით, NATO-სა და ევროკავშირისადმი ქართველი ხალხის ერთგულება ბოლო გამოკითხვითაც დასტურდება.

კვლევა, რომელიც NDI-მ დღეს გამოაქვეყნა, არცერთი პოლიტიკური მოთამაშისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ოპოზიციისთვის.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინეტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას: "ნაციონალურ მოძრაობას კი, გამოკითხულთა მხოლოდ 9 % უჭერს მხარს.

საგულისხმოა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 42%-მა არ იცის, ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კვლევა ერთი თვის წინ არის ჩატარებული.


ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები