25 მაისი 2022,   19:35
ვრცლად
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სროლაა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სროლაა.  საზღვარზე  შეტაკების შედეგად დაჭრილთა რაოდენობა უკვე 17-ს აღწევს, მათ შორის 11 ტაჯიკი ჯარისკაცია. 

ტაჯიკური მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ არის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის. შეინიშნება საზღვარზე მძიმე ტექნიკის მობილიზებაც.

იყო მცდელობა მოლაპარაკებისა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ვერ შედგა.

დღის ამბები