28 მაისი 2022,   13:41
ვრცლად
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28-31 იანვარს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 10-15მ/წმ-ში. ჰაერი  +7 გრადუსამდე გათბება.meteo.gov.ge=ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში,  ტემპერატურა ღამით -4 -5 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს,  აქ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება.  29  იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30-31 იანვარს კი ზოგან წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა -4 დან +10 შორის იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.

თბილისში 31 იანვრის ჩათვლით  ნალექი მოსალოდნელი არაა. -4 გრადუსამდე ყინვაა 29 იანვრის ღამით. დანარჩენ დღეებში კი ტემპერატურა -3 დან +8 გრადუსამდე შუალედში იქნება.

დღის ამბები