19 მაისი 2022,   18:15
ვრცლად
ფაქტი, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია, არ ათავისუფლებს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან - რას აცხადებს ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე მოსამართლე

კალიფორნიის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გამოცემა Variety ეხმაურება.

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი არ დაეთანხმა კომპანიის შუამდგომლობას და დამაჯერებლად მიიჩნია ნონა გაფრინდაშვილის არგუმენტი ცილისწამების შესახებ. გამოცემა სასამართლოს დადგენილების დეტალებზეც წერს. Variety-ის სტატიაში ნათქვამია, რომ თავის დადგენილებაში მოსამართლე ფილიპსი ხაზს უსვამს იმას, რომ სერიალის თემა უკავშირდება გენდერული ბარიერების გადალახვას. თუმცა, ამავე დროს ეს სერიალი შეიძლება განხილული იყოს, როგორც გამოგონილი პერსონაჟის მიღწევების გაძლიერება რეალური პიროვნების, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების უგულებელყოფის ხარჯზე.

"ფაქტი, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია, არ ათავისუფლებს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან," - აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.

დღის ამბები