19 მაისი 2022,   18:27
ვრცლად
მდინარე ფრონესთან არგენტინული მახრჩობელა გველი იპოვეს

მდინარე ფრონეზე, ოკუპირებული სოფელ ავნევთან არგენტინული მახრჩობელა გველი იპოვეს. ინფორმაციას ცხინვალში მცხოვრები ფლორისა და ფაუნის მკვლევარი  ჟურნალისტი ვლადიმერ გაბაევი ავრცელებს.

"თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. დადგინდა, რომ ქვეწარმაველი არგენტინული გველი - ბოა.

ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში," - განაცხადა ჟურნალისტმა.

არსებული ინფორმაციით, ქვეწარმავალს ერთ-ერთი ადგილობრივი ცხინვალში, სახლში ზრდიდა. ბოს პატრონი 2021 წელს გარდაიცვალა, არგენტინული სახეობის გველმა კი ბუნებაში დაიდო ბინა. 

 

 

 

დღის ამბები