23 მაისი 2022,   19:11
ვრცლად
"მომაშორონ ბანკის ვალები და მე თვითონ დავანგრევ დღესვე..." - ორხევში ხმაურია, ადგილობრივები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ორხევის დასახლებაში ადგილობრივები სახლების ნგრევას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობების დემონტაჟის გამო ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან, რადგან საბანკო ვალდებულებები აქვთ  და წასასვლელიც არსად აქვთ.

თვითნებურად შესახლებულები დედაქალაქის მერთან ითხოვენ შეხვედრას.

"მომაშორონ ბანკის ვალები და მე დავანგრევ დღესვე. ეს ყველაფერი ბანკის ვალებით მაქვს აშენებული. 10 წელია აქ ვცხოვრობ, არაფრის დატოვებას არ ვაპირებ. კალაძეს შემახვედრონ და მერე მე დავანგრევ, თვითონ შემიყვანეს შეცდომაში და ქუჩაში დავრჩები," - განაცხადა თვითნებურად შესახლებულმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში ორხევის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია უკანონო მშენებლობებს ანგრევს. მერიის თანამშრომლები ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან.

მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ ადგილობრივები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. მათივე თქმით, ქუჩაში არავინ არ დარჩება.

დღის ამბები