25 მაისი 2022,   20:18
ვრცლად
თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება.

"თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ამავე დროს არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას და იგნორირებას," - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის საკითხზე საუბრისას.

მან ასევე ისაუბრა დასავლეთისთვის გაგზავნილ მოთხოვნებზე. მისი თქმით, წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ არის ულტიმატუმი და მათში არაფერია აღმაშფოთებელი. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, მოსკოვს უბრალოდ სურს, რომ პატიოსნად მოექცნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან ამ თემაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და პასუხში, რომელიც მათ რუსეთის წინადადებებს გასცეს არის "რაციონალური მარცვლები", თუმცა, დასავლეთი უსაფრთხოების შესახებ ეუთოს დებულებებიდან  მხოლოდ იმას იღებს, რაც მისთვის სასარგებლოა.

ამასთან ლავროვის განცხადებით, მოსკოვი აპირებს გაუგზავნოს პროცესში მონაწილეებს კითხვა, განმარტონ, თუ როგორ აპირებენ ამ დოკუმენტის პუნქტების შესრულებას. პარალელურად, რუსეთი ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის პასუხს ამზადებს, რაც ახლა უწყებათაშორისად მუშავდება.

ლავროვმა ცალ-ცალკე ისაუბრა შეერთებული შტატების და NATO-ს რეაქციაზე ადრე გაგზავნილ უსაფრთხოების პროექტებზე და NATO-ს პასუხს "ძალიან იდეოლოგიზებული" უწოდა. მისი თქმით, მას რცხვენია მათი, ვინც ალიანსის პასუხი დაწერა. თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები მოთხოვნაა, რომ ის არ გასაჯაროვდეს.

უშუალოდ უკრაინის შესახებ ლავროვმა თქვა, რომ აუცილებელია კიევის იძულება, რომ მინსკის შეთანხმებები შეასრულოს - "მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება"- განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები