25 მაისი 2022,   19:44
ვრცლად
დევნილთა სააგენტოში შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდა უწყება სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებთან

დევნილთა სააგენტოში სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების შეხვედრა დასრულდა. დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ის სამინისტროს  წარმომადგენლებს თავიანთი წინადადებები შესთავაზეს და პოზიციები გაცვალეს.

"კონკურსის პირობებშიც მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება კონკრეტულ მენაშენეებთან. 2 კვირის პერიოდში, ან ნებისმიერ დროს მათი გადაწყვეტილებით ჩაინიშნება ისევ შეხვედრა და მოვახსენებთ, რომელ კომპანიასთან, რომელ მენაშენესთან რა ხელშეკრულება გაფორმდა, რა ვადაში ასრულებს საცხოვრებელ ფართს და კონკრეტულად ეცოდინებათ სად მიიღებენ და რამდენ ხანში ფართებს," - აცხადებს დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით გურამიშვილი.

როგორც ცნობილია, სამინისტრომ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ოჯახების განსახლების პროცესი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის 16 ოჯახმა საცხოვრებელი ფართი უკვე მიიღო.

დღის ამბები