25 მაისი 2022,   19:31
ვრცლად
გახარიას პარტია ბაღდათის, წყალტუბოსა და ლენტეხის ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს - გუნდის ყოფილი წევრები პარტიას ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებენ

პარტია "საქართველოსთვის" იმერეთისა და სვანეთის ორგანიზაციებს წევრები ტოვებენ. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დღეს ბაღდათის, წყალტუბოს და ლენტეხის წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

მათი თქმით, მიზეზი, გახარიას პარტიის "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკრებულოებში კოალიცია გახდა. როგორც ისინი განმარტავენ, მათთვის აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიასთან რამე ფორმით კავშირი მიუღებელია და იძულებული არიან, პარტია დატოვონ.

"თუ ეს მოხდებოდა და ორგანიზაცია "საქართველოსთვის" შევიდოდა კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ვამბობდი, რომ პირველი მე დავტოვებდი ამ პარტიას. მე დღეს ჩემს სიტყვას ვასრულებ. იმიტომ რომ უკვე ისე მიდის საქმე, რომ ჩემი შეხედულებით მივდივართ იქამდე, რომ კოალიციაში უნდა შევიდეთ და გავერთიანდეთ, რაც ჩემთვის მიუღებელია," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" ყოფილი წევრმა ნანა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ბაღდათის ორგანიზაციის წარმომადგენელი სახელფასო დავალიანებებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ არცერთ დასაქმებულ აქტივისტს ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხადა, რის გამოც იძულებულია, თანამშრომლებს დაემალოს და ნაწილს თანხა საკუთარი სახსრებით გადაუხადოს.

დღის ამბები