28 მაისი 2022,   14:51
ვრცლად
ქალი, რომელიც რუსეთში ნათლისღებისას წყალმა გაიტაცა ერთკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს 

ქალის ცხედარი, რომელიც რუსეთში ნათლისღების დღეს განბანვისას წყალმა გაიტაცა, ერთკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შემთხვევა ლენინგრადის რეგიონში გატჩინის რაიონში, მდინარე ორედეჟში მოხდა. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალი პირჯვრის გადაწერის შემდეგ ყინულჭრილში ხტება და უჩინარდება. ვიდეოში ისმის ბავშვების ტირილიც.

ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში აღმოაჩინეს.

დღის ამბები