03 ივლისი 2022,   21:20
ვრცლად
სოფელ შალაურში, სადაც სავარაუდოდ 2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილის ცხედარია დამარხული, საექსპერტო ჯგუფს ელოდებიან

სოფელ შალაურში, სადაც სავარაუდოდ 2 წლის წინ გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილის ცხედარია დამარხული, საექსპერტო ჯგუფს ელოდებიან.

სამართალდამცველებს ქეთევან ფირანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ქალი 2020 წელს გაუჩინარდა, ახალი დეტალები კი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფირანიშვილმა მეზობელს უთხრა, როგორ სამი დღის განმავლობაში ბედმამიკაშვილი საკუთარ სახლში გამოკეტა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა, მან კი საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები