23 მაისი 2022,   19:42
ვრცლად
საქართველო-ამერიკის 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ღონისძიება გაიმართა

საქართველო-ამერიკის 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ღონისძიება გაიმართა. ერთობლივი ინიციატივა სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების პროგრამაა, მიზანია ამ მიმართულებით საქართველოში საუკეთესო პრაქტიკების დაინერგოს.

"საქართველო და ამერიკა უკვე 30 წელია რაც თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით და დღევანდელი ინიციატივას სწორედ ამას ემსახურება. ეს ინიციატივა გახლავთ თანამშრომლობა სავაჭრო პალატასა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სტუმარ- მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენელებს შორის, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.

ინიციატივის მიზანია შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და აიწიოს ტურიზმის სფეროში სტანდარტები, რაც მოიზიდავს უფრო მეტს ტურისტს,"-აცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

დღის ამბები