07 ივლისი 2022,   09:31
ვრცლად
როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველოც ევროკავშირის წევრი უნდა იყოს, რადგან ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთი საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ პრესპექტივაში გაწევრიანების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

ბოგდან ლუსიან აურესკუ ამბობს, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, ევროკავშირშია. 

"რუმინეთი არის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ პრესპექტივაში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის არის კითხვარის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, რადგან ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან.

უკრაინისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის წევრობის სტატუსი უმნიშვნელოვანესია, ეს ჯერ ამ პროცესის დასაწყისია. ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის. ყველა ქვეყნის მსგავსად, ამ სახელმწიფოებმაც უნდა გაიარონ ეტაპები. რუმინეთი მზადაა, ამ პროცესის მხარდასაჭერად. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა და მომენტი არ უნდა დაიკარგოს",  - ამბობს ბოგდან ლუსიან აურესკუმი. 

დღის ამბები