07 ივლისი 2022,   08:36
ვრცლად
"ომის დროს აბსოლუტურად უსაფრთხო გეგმები და ოპერაციები არ არსებობს, ყოველთვის რისკავ, მთავარია გაიგო, გათვალისწინებულია თუ არა ყველა რისკი" - ბატალიონ "აზოვის" მეთაური

უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

16 მაისს "აზოვსტალიდან" ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში  53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს. უკრაინული მხარის ცნობით, სახლებში მათ დასაბრუნებლად, გაცვლის პროცედურა ჩატარდება.

"აზოვსტალის" ტერიტორიიდან საერთო ჯამში 264 სამხედრო რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

"აზოვის" პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს. მისი თქმით, "აზოვის" დამცველები 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის ძალებს.

"მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ძალებს იგერიებდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ყოველი მიღებული გადაწყვეტილება, ყოველი გეგმა, ყოველი ოპერაცია კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. კრიტიკული აზროვნება ყოველთვის ბადებდა ეჭვს, ეჭვს მიღებულ გადაწყვეტილებების სისწორეში. ის არასოდეს გაცდენილა მიზეზს.

ბრძანება ყოველთვის რისკია. ომის დროს აბსოლუტურად უსაფრთხო გეგმები და ოპერაციები არ არსებობს. ყოველთვის რისკავ. მთავარია, გაიგო, გათვალისწინებულია თუ არა ყველა რისკი, არის თუ არა გეგმა B. სრულად ასრულებ თუ არა ამ გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკისრებული მისიის შესრულებას და რაც შეიძლება მეტი პერსონალის სიცოცხლის გადარჩენას,"- აცხადებს ბატალიონ ”აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო.

დღის ამბები