07 ივლისი 2022,   09:18
ვრცლად
"აზოვსტალიდან" ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განა მალიარის განცხადებით, "აზოვსტალიდან" ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს, 211 ადამიანი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს.

"53 მძიმედ დაჭრილი "აზოვსტალიდან" ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში კიდევ 211 ადამიანი ჩაიყვანეს. მათი სახლში დაბრუნებისთვის განხორციელდება ტყვეების გაცვლა. რაც შეეხება "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დარჩენილ დამცველებს, სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მარიუპოლის დამცველების წყალობით, ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დრო რეზერვების შესაქმნელად, ძალების გადაჯგუფებისთვის და ჩვენი პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. პოლკის მებრძოლებმა სრულად შეასრულეს მეთაურების მიერ დაკისრებული ყველა მისია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა განვბლოკოთ "აზოვსტალი" სამხედრო გზით. უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმთავრესი ამოცანაა, მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა," - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი.

დღის ამბები