07 ივლისი 2022,   08:01
ვრცლად
მოსამართლის დღე ამერიკის ელჩთან ერთად - Usaid-ის მხარდაჭერით, სტუდენტებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა გაიმართა

მოსამართლის დღე ამერიკის ელჩთან ერთად - Usaid-ის მხარდაჭერით, სტუდენტებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას კელი დეგნანი დაესწრო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მიზანი კი მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა იყო.

"დღეს არის დღე როდესაც აღვნიშნავთ მოსამართლეების საქმიანობას, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისა და უფრო დამოუკიდებელი სისტემის შექმნისაკენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ვესაუბროთ მოსამართლეების როლის შესახებ რომ ისინი დიდ როლს თამაშობენ დემოკრატიის გაძლიერებასა და უკეთესი სისტემის შექმნაში. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას და გააგრძელებს თანამშრომლობას მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებთვის,"- აცხადებს კელი დეგნანი

დღის ამბები