07 ივლისი 2022,   09:19
ვრცლად
ვითარება ფრონტის ხაზზე - ომის ოთხმოცდამესამე დღე უკრაინაში

უკრაინის სამხრეთის გარდა, რუსული არმიის შტურმი გრძელდება დონბასზე - სევეროდონეცკში ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა კლინიკაზე განახორციელეს, რაკეტები ჩამოვარდა რამდენიმე დასახლებულ პუნქტშიც. უკრაინელ მაშველებს ნანგრევებში 10 გარდაცვლილი და სამი დაჭრილი დახვდათ, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

მხოლოდ საათნახევრის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, რუსულმა არმიამ 70 სარაკეტო იერიში განახორციელა. მოსკოვი უტევს სუმის ოლქსაც, სოფელი დესნა - 8 დაღუპული და 11 დაჭრილი, ახტირკა -5 დაჭრილი, საარტილერიო იერიშები კი სუმზე ახლაც გრძელდება.

ფრონტის ხაზის გარდა, რუსი სამხედროები სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ ნატოს საზღვართან მდებარე ლვოვის ოლქზეც. ომის დაწყების დღიდან, ლვოვმა გუშინ ყველაზე მეტი რუსული რაკეტა მიიღო - შეტევა ორ ეტაპად განხორციელდა. რაკეტები დაეცა პოლონეთის საზღვართან მდებარე დასახლებაშიც, დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

ბრიტანული დაზვერვა კი აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს იღებს კიევი, მით უფრო მეტი საარტილერიო იერიში განხორციელდება რუსეთის მხრიდან, რადგან მოსკოვს სამხედრო თვითმფრინავების დაკარგვის ეშინია.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები