29 ივნისი 2022,   20:06
ვრცლად
დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

500-ის ნაცვლად 5 ათასი ლარი - დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება.

რეგულაციების გამკაცრება ხეების გახშირებული უკანონო მოჭრის შემთხვევებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით თბილისი მერი გამოვიდა და სხვა რეგულაციებიც დააანონსა. კახა კალაძის განმარტებით იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა განხორციელდა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

მშენებლობის ნებართვა არ მიეცემა იმ პირებსაც, ვინც სამუშაოების დაწყებამდე ნარგავებს წინასწარ მოჭრის ან დააზიანებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტსა და საკრებულოში დასამტკიცებლად კვირის ბოლოს გადაიგზავნება.

დღის ამბები