29 ივნისი 2022,   20:19
ვრცლად
ავარია ტრაბზონთან მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია საქართველოს 1 მოქალაქე, 5 კი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაბზონთან, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

წინასწარი ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კლდეს დაეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, 5 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ტრაბზონის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

"ამჟამინდელი ინფორმაციით ვიცით, რომ მოხდა ავარია. ერთი გარდაცვლილია. 5 დაშავებული კი კლინიკებში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები