05 ივლისი 2022,   04:46
ვრცლად
დერეკ შოლე ოპოზიციის წევრებს ხვდება - პარალელურად ჟურნალისტების აქცია იმართება

სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამ წუთებში კი დერეკ შოლე ოპოზიციას ხვდება. პარალელურად, იმართება საპროტესტო აქცია, ადგილზე ჟურნალისტები შეიკრიბნენ, მათ ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს, ადგილზე მიიტანეს წერილიც, რომელიც სურთ რომ დერეკ შოლეს გადასცენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მედია თავისუფლება იზღუდება. ამ თემაზე საუბარს აპირებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

ასევე, განხილვის თემა იქნება უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. 

დღის ამბები