05 ივლისი 2022,   04:22
ვრცლად
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს - მათ შორის 3 "კანონიერი ქურდია"

სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ.

ბრალდებულები "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთი მოდავე მხარის და თავის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული  თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო გადასახადს სთხოვდნენ. 

დღის ამბები