05 ივლისი 2022,   00:40
ვრცლად
ნიკა გვარამია პენიტენციურ დაწესებულებაში კობა ნაყოფიამ მოინახულა

ნიკა გვარამია უკვე მეოთხე დღეა რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დღეს, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი კობა ნაყოფიამ მოინახულა. ნაყოფიას თქმით, პატიმარს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი.

"ორი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც თავად გამოყო. ესაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა, რა თქმა უნდა, "მთავარი არხი. ჯანმრთელობის თვალსაზრისით კარგად არის. ტელევიზორი არ არის შეტანილი. დღეს უბედნიერესი იყო, რომ შემოუტანეს ბალიში. ალბათ მისი შემდეგი შენაძენი იქნება ტელევიზორი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დღის ამბები