02 ივლისი 2022,   17:35
ვრცლად
სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" რჩება - ექსპრეზიდენტი დღეს რამდენიმე ვიზიტორმა მოინახულა, მათ შორის სოფო ნიჟარაძემ, შვილთან ერთად

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"რჩება. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი, მკურნალობის კურსით კმაყოფილია, თუმცა მთავარ მოთხოვნად კვლავ საზღვარგარეთ გადაყვანა რჩება.

სააკაშვილის დედის განმარტებით, ის საკვებს ვერ იღებს და პაციენტის ჯანმრთელობა არ უმჯობესდება.

"მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ყველაფერი რაც უკეთდება, მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორად უკეთდება. უბრალოდ, ადამიანს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, ძალიან ბევრი დიაგნოზია და ბევრი გამოკვლევაა საჭირო. ეს არ ცვლის ძირითად მიზეზს, რომ ადამიანი ვერ ჭამს და ვერ იღებს საკვებს", - აცხადებს გიული ალასანია.

ექს-პრეზიდენტს დღის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის იყო სოფო ნიჟარაძე და მისი შვილიც.

"მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ და მთელი ეს ხანი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ნახვა უნდოდა. აჩვენა ყველაფერი, რამდენი რამე ისწავლა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის, პირადად, ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და მადლობა ყველას, ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა",- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

დღის ამბები