02 ივლისი 2022,   18:19
ვრცლად
ომს გამოქცეული ბავშვები და სამშობლოში დაბრუნების ოცნება - ბათუმის სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა

ომს გამოქცეული ბავშვები, საკუთარი ქვეყნის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ სიმღერას ახლა უკვე სხვა გარემოში, ახალ თანაკლასელებთან ერთად მღერიან. ბავშვებს ახლა ერთი დიდი საერთო ოცნება აქვთ, მალე დაბრუნდნენ სამშობლოში, სადაც აღარ იქნება არც ბომბების და არც განგაშის სირენის ხმა. სანამ ოცნება რეალობად იქცევა, სპეციალურად მათთვის ბათუმის, მეოცე საჯარო სკოლაში, უკრაინული სექტორი გაიხსნა.

უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი, ამ ეტაპზე 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. განათლების სამინისტრომ, მათთვის, უკრაინიდან ჩამოსული კვალიფიციური მასწავლებლები შეარჩია. მოსწავლეები ზუსტად იმავე სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რაც საკუთარ ქვეყანაში ჰქონდათ. უკრაინულ საგნებთან ერთად, ბავშვები ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ისწავლიან.

უკრაინულენოვანი სექტორი, ბათუმის მეოცე საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირადად გახსნა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები პირადად განიხილა.

ამ დროისთვის, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში, სხავდასხვა ასაკის 800-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა დარეგისტრირებული.




დღის ამბები