01 ივლისი 2022,   12:48
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მალტელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მალტელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს. მალტის პირველმა დიპლომატმა გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების და მომავლის მიმართ.

კოლეგებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. განსაკუთრებით კი ხაზი გაესვა მალტის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დღის ამბები