01 ივლისი 2022,   10:55
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს

ამერიკული გამოცემის Time-ის მკითხველების აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. მეორე ადგილზე Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი, მესამეზე კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გავიდა. მეოთხეზე კორონავირუსთან მებრძოლი მედიკოსები გავიდნენ, მეხუთეზე კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ზელენსკიმ მოიპოვა 3,3 მილიონზე მეტი ხმა, რაც ხმების 5%-ია, ნათქვამია Time-ის სტატიაში.

2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სია 23 მაისს გამოქვეყნდება, ის შეიძლება შეიცვალოს, რადგან გამოცემის რედაქტორებს ხმა ჯერ არ მიუციათ.

დღის ამბები