12 აგვისტო 2022,   06:38
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისში "ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო "ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტს.

პროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მმართველობის პერიოდში, ხელოვნურად იქმნა შექმნილი.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.


დღის ამბები